სტიქიური უბედურება სუმატრაზე – წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა (ფოტო)

ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა, 11 დაკარგულად მიიჩნევა.

7 მარტიდან მოყოლებული ძლიერმა წვიმამ მდინარის დონის მატება გამოიწვია, რის შედეგადაც დასავლეთ სუმატრას პროვინციის ცხრა რაიონი და ქალაქი დაიტბორა.

კატასტროფების მართვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ სამაშველო სამუშაოებს აფერხებდა ელექტროენერგიის გათიშვა, დაზიანებული ხიდები და მეწყერის შედეგად ჩახერგილი გზები.

სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, მეწყერმა ერთ რაიონში, სულ მცირე, 14 სახლი დაფარა, სოფლის, სულ მცირე, 2 მაცხოვრებელი დაშავდა, 11-ს ეძებენ.

გარდა ამისა, დასავლეთ სუმატრას პროვინციაში, ჯამურად, 37000-ზე მეტი სახლი და შენობა დაიტბორა, სულ მცირე, სამი სახლი წაღებულია მთლიანად და კიდევ 666 დაზიანდა.

ასევე, დააზიანა 26 ხიდი, 45 მეჩეთი და 25 სკოლა, განადგურდა 13 გზა და ორი სარწყავი სისტემა, რამაც თავის მხრივ, 113 ჰექტარი ბრინჯის მინდვრები და 300 კვადრატული მეტრი პლანტაციები დატბორა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები