თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულია 2

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 2.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები