ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ქვეყნის სამხედრო ბაზას ეწვია, რომელიც განკუთვნილია ოპერატიული წვრთნებისთვის და სასწავლო ობიექტები დაათვალიერა.
ამის შესახებ KCNA იტყობინება.
მან უბრძანა სამხედროებს, გააძლიერონ წვრთნები და „სწრაფად გაზარდონ საბრძოლო მზადყოფნა“.
კიმ ჩენ ინს თან ახლდნენ თავდაცვის მინისტრი – კან სუნ ნამი და კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის უფროსი – ლი იონ გილი.
„კიმ ჩენ ინმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ არმიამ, ყველა დონეზე, ენერგიულად უნდა გახსნას სწრაფი განვითარების ახალი პერიოდი ომისთვის მზადების დაჩქარების მიზნით, არსებული სიტუაციის მოთხოვნების შესაბამისად“, – ნათქვამია KCNA-ის ინფორმაციაში.