ვარშავაში ფერმერთა მასშტაბური აქცია მიმდინარეობს

პოლონეთის დედაქალაქში ფერმერთა მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

ამის შესახებ Polsat News-ი წერს.

ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ფერმერებმა აქცია პრემიერის ოფისთან დაიწყეს, რამაც ქალაქში მოძრაობა შეფერხდა.

ქალაქში შესასვლელი გზებიც პარალიზებულია.

მედია წერს, რომ პრემიერის ოფისთან საბურავებს წვავენ, ასევე, კუბოს, რომელიც პოლონეთის სოფლის მეურნეობის სიმბოლოდ არის წარმოჩენილი.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებ.

Polsat News-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, ფერმერებს ანტიუკრაინული პლაკატები უჭირავთ.

მედიის ცნობით, ფერმერებს ვარშავაში ტრაქტორებით შესვლის უფლება არ მისცეს – დამონტაჟდა ბარიერები.

ამ წუთებში, ფერმერები სეიმის შენობასთან იმყოფებიან, სადაც სპიკერის, შიმონ გოლოვნის გამოსვლას ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები