პაკისტანში, ხიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილ მეწყერს, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა 50-ზე მეტი დაშავებულია.
ამის შესახებ ABC News-ი ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება.
მეწყრული პროცესის გამო ბლოკირებულია გზები, დანგრეულია სახლები.
დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.
ბელუჯისტანში 700-მდე სახლია დაზიანებული.
ხელისუფლება ტურისტებს ურჩევს, ამინდის პირობების გამო ჩრდილოეთში გამგზავრებისკენ თავი შეიკავონ.