ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება
ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში ამბოხების მომზადებასა და შეიარაღებული დაჯგუფების ჩამოყალიბებაში ბრალდებული ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესი 12 საათზე განახლდება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ნიკოლაიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დაიკითხებიან.
პროცესს ბრალდებულიც დაესწრება. კვიციანი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და პროცესში ნაფიც მსაჯულთა ჩართვას ითხოვს.
სამხედრო ამბოხებისა და ტერაქტების დაგეგმვაში საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ბრალდებული, ძებნილი ემზარ კვიციანი საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.