“ავსტრალია შესაძლოა, კატასტროფული ხანძრის წინაშე აღმოჩნდეს” – ვიქტორიის შტატში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია

ავსტრალიაში, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ტყის ხანძრები მძვინვარებს. ამ დროისთვის, ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული.

მაღალმა ტემპერატურამ “ექსტრემალური ან კატასტროფული ხანძრის საფრთხე” შექმნა ვიქტორიასა და სამხრეთ ავსტრალიის შტატებში, ასევე, გვალვის გამო, მოსალოდნელია ძლიერი წვიმები.

ვიქტორიის შტატის ზოგიერთი რაიონიდან 300 ათასამდე ადამიანის ევაკუაციის განკარგულება დღის ბოლომდე გაიცა, წინააღმდეგ შემთხვევაში – ტერიტორიის დატოვება შესაძლოა, გართულდეს.

ვიქტორიის შტატში ჰაერის ტემპერატურის სწრაფი მატება ფიქსირდება, ამ დროისთვის ის უკვე 40°C აღწევს, ხოლო ქარის საათში 60-70 კილომეტრს აღწევს.

ამ დროისთვის მეხანძრეები ტყვის ხანძრებს უკვე  ქალაქ ბაიინდეანში ებრძვიან, რომელიც  ერთი კვირაა – მძვინვარებს და მისი კონტროლზე აყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ვიქტორიის შტატში 100-ზე მეტი სახელმწიფო ტყე დაიხურა, ასევე, დაკეტეს სკოლები და ბაღები.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს ავსტრალია კიდევ ერთი ხანძრების კატასტროფული ვითარების წინაშე შესაძლოა, აღმოჩნდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები