ახალმოსახლეებმა სახლი კაპიტალურად გაარემონტეს, რათა მოკლული გოგონას აჩრდილი მოეშორებინათ
პატარა ჯუდიტ ბარსის აჩრდილი მრავალი წლის განმავლობაში არ ტოვებდა სახლს. მას შემდეგ, რაც გოგონა მთვრალმა მამამ მოკლა, მის მოჩვენებას სახლის შემდგომი ბინადრები სისტემატურად ხედავდნენ. ჯუდიტი ცნობილი ბავშვი იყო. მან საკულტო ფილმ „ყბებში“ ითამაშა და როგორც ამბობდნენ, შეეძლო, ნამდვილი კინოვარსკვლავი გამხდარიყო.
ტრაგედია 1988 წელს მოხდა, როცა მამამ 10 წლის ბავშვს თავში ესროლა, შემდეგ ესროლა ცოლს, მარია ვიროვაჩს, შემდეგ კი, ცხედრებს ცეცხლი წაუკიდა და თავი მოიკლა. პოლიციამ ქალიშვილის ცხედარი საწოლში იპოვა, ხოლო დედის ცხედარი სადარბაზოში.
ახალი ოჯახი ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში ტრაგედიიდან 19 წლის შემდეგ დასახლდა. ბერნალების ოჯახი მაშინვე მიხვდა, რომ აქ უცნაური ამბები ხდებოდა და მოჩვენება ცხოვრობდა. ახალმოსახლეებმა განაცხადეს, რომ ავტოფარეხის კარი რამდენჯერმე გაიღო და დაიხურა, სახლის შიგნით კი, ზოგან სიცივე იგრძნობოდა.
გაბი ბერნალს ეძინა ოთახში, სადაც პატარა ჯუდიტი მოკლეს. ქალს გამუდმებით კოშმარები ესიზმრებოდა. პარანორმალური საკითხების ექსპერტებმა ურჩიეს, მოჩვენებისგან თავის დასაღწევად, სახლში კაპიტალური რემონტი გაეკეთებინათ. გარდა ამისა, მედიუმებმა შენობა უარყოფითი ენერგიისგან გაასუფთავეს.
დიზაინერებისა და მშენებლების გუნდმა სახლი სამ დღეში გარდაქმნა. მუქი დერეფნები ღია ფერებში შეიღება და დამონტაჟდა პროჟექტორები.
მოკლული გოგონას ოთახი მთლიანად გარემონტდა. დაამონტაჟეს ახალი კარი, ხელახლა შეღებეს კედლები და ოთახში ამეთვისტოს ქვა მოათავსეს.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რემონტის შემდეგ მოჩვენება მათ აღარ აწუხებთ. ნეგატიური ენერგია გაქრა და მაცხოვრებლებმა უკეთესად იგრძნეს თავი. ისინი იმედოვნებენ, რომ გოგონას სული საბოლოოდ პოვებს სიმშვიდეს.