როდესაც მეცნიერებმა ადამიანები და შიმპანზეები შეაჯვარეს…

ევოლუციური ფსიქოლოგიის დარგის ექსპერტი გორდონ გელაპი ამტკიცებს, რომ მეცნიერებმა აშშ-ში ჯერ კიდევ 100 წლის წინ მოახერხეს ადამიანის და შიმპანზეს შეჯვარება, მაგრამ გაჩენილი „ჰუმანზე“ მეცნიერებმა მოკლეს.

ტერმინი „ჰუმანზე“ გორდონ გელაპ-უმცროსმა მოიგონა, რომელმაც სატესტო სარკე შექმნა და დაამტკიცა, რომ პრიმატებს სარკეში საკუთარი ანარეკლის გარჩევა შეუძლიათ. გელაპმა განაცხადა, რომ ადამიანის და პრიმატის შეჯვარების შედეგად „ჰუმანზე“ აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ორინჯ-პარკის ლაბორატორიაში გაჩნდა.

გორდონ გელაპი

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემთხვევა 20-იან წლებში პრიმატების პირველ კვლევით ცენტრში მოხდა. მეცნიერებმა მდედრი შიმპანზე ადამიანის სპერმით გაანაყოფიერეს და ამტკიცებდნენ, რომ პრიმატმა არა მარტო დაორსულება, არამედ ნაყოფის ბოლომდე ტარებაც შეძლო, მოგვიანებით კი, ცოცხალი არსება დაბადა. თუმცა, რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ, მორალის და ეთიკის გათვალისწინებით, ახალშობილი სამუდამოდ დააძინეს“

გორდონ გელაპი

„ჰუმანზეს“ შექმნის კიდევ ერთი მცდელობა ისევ 1920-იან წლებში მოხდა რუსი ბიოლოგის, ილია ივანოვის მიერ. შემდეგ მსგავსი მცდელობა დაფიქსირდა 1967 წელს ჩინეთში.

70-იან წლებში გელაპის ტერმინი „ჰუმანზე“ ფართოდ გახდა ცნობილი იმ არსების გაჩენის შემდეგ, რომლის სახელიც ოლივერი იყო. უცნაურ მამრს არ გააჩნდა თმა მკერდსა და თავზე, დადიოდა უკანა თათებზე და „ზედმეტად ადამიანური იერსახეც“ ჰქონდა.

Oliver (chimpanzee) - Wikipedia
ოლივერი

ამტკიცებდნენ, რომ ოლივერი ადამიანის და შიმპანზეს ყველაზე ნამდვილი ჰიბრიდი იყო და მას 47 ქრომოსომა ჰქონდა. ეს საშუალო რიცხვია ადამიანის 46 ქრომოსომასა და შიმპანზეს 48 ქრომოსომას შორის. თუმცა, 2000-იან წლებში ჩატარებულმა დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ მას მაინც 48 ქრომოსომა ჰქონდა.

ოლივერი 2012 წელს გარდაიცვალა, 55 წლის ასაკში.

გელაპი ამტკიცებს, რომ ადამიანის შეჯვარება შესაძლებელია არა მხოლოდ შიმპანზესთან, არამედ სხვა პრიმატებთანაც, ისეთებთან, როგორებიც არიან გორილა, ან, მაგალითად, ორანგუტანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები