ებრაული ბიზნესის წესები – როგორ „კეთდება“დიდი ფული?
ებრაელი ხალხი ცნობილია ფულის შოვნის ნიჭით. ზოგს ჰგონია, რომ ყველაფერი რაღაც მაგიის წყალობით ხდება, მაგრამ, რეალურად, ხრიკი ამაში სულაც არ არის. უბრალოდ, თორა, რომელსაც თითქმის ყველა ებრაელი სწავლობს, პირდაპირ მიუთითებს, რა თვისებები უნდა განივითარო საკუთარ თავში, რათა მიაღწიო წარმატებას ნებისმიერ საქმეში. საერთოდ არ არის აუცილებელი, იყოთ ებრაელი. საკმარისია, ეს წესები დაიცვა და წარმატება თავისით მოვა.
Პუნქტუალურობა
დაგვიანება ნამდვილი საქმიანი ადამიანისთვის მიუღებელია. შეთანხმება – ეს ნიშნავს, რომ ასეც უნდა მოხდეს. პარტნიორებმა და ახალმა ნაცნობებმა შესაძლოა პირველივე დაგვიანების შემდეგ ალმაცერად შემოგხედონ: ისწავლეთ, იყოთ პუნქტუალური.
მოერიდეთ უფასო ყველს
რატომღაც, მიჩნეულია, რომ ებრაელები ხარბები არიან უფასო ნივთების მიმართ. სინამდვილეში, ცოტამ თუ იცის ნებისმიერი ნივთის ღირებულება ისე, როგორც ამ ერის წარმომადგენლებმა. გამოცდილი ბიზნესმენი არასოდეს გამოეკიდება უფასო სატყუარას: ჭკვიან ადამიანს, უბრალოდ, ესმის, რომ ყოველთვის ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო. სუფასური კი, შესაძლოა, მუდამ ფული არ იყოს.
გადაუხადეთ თანამშრომლებს დროულად
თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდა ყოველი დამსაქმებლის წმინდა მოვალეობაა. მუდმივი შეფერხებები, ნებისმიერი საბაბით, იწვევს მხოლოდ ერთს: ადამიანი კარგავს თავდაჯერებულობას და იწყებს ცუდად მუშაობას, რაც, როგორც ამბობენ, დამსაქმებელს უფრო ძვირი უჯდება.
დრო ფულია
დღეს უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესმის დროის ღირებულება, მაგრამ ებრაელებმა ეს ყოველთვის იცოდნენ. არ დაკარგოთ თქვენი ცხოვრების არც ერთი წუთი.
სანამ სანთელი იწვის
ერთ დღეს რაბინმა, ისრაელ სალანტერმა ღამე გაათია ფეხსაცმლის შემკეთებელთან. ღამით რაბინს გამოეღვიძა და სანთლის შუქზე სამუშაოდ დახრილი მასპინძელი შენიშნა. მან ფეხსაცმლის შემკეთებელს ჰკითხა, რატომ არ წავიდა დასასვენებლად, სანთელიც ხომ თითქმის ჩამწვარი იყო…
სანამ სინათლეა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ! – უპასუხა ფეხსაცმლის შემკეთებელმა.
დაუკვირდი სიტყვებს
იმის თქმა, რასაც ფიქრობ, სისულელეა. ენასა და ჰაერს შორის ფენის შესაქმნელად უნდა ივარჯიშოთ – მას, ასევე, ტვინს უწოდებენ. ტაქტის გრძნობა და საზღვრების შეგრძნება ბიზნესში ადამიანისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბანკში სასესხო ვალდებულებები.