უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია
უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ტამაშ შუიოკი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შუიოკის კანდიდატურას მხარი 134-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ხუთი წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მათ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.
შეგახსენებთ, რომ შუიოკის წინამორბედმა, კატალინ ნოვაკმა თანამდებობა მიმდინარე თვის დასაწყისში, მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ბავშვებზე ძალადობის დაფარვისთვის მსჯავრდებული შეიწყალა.