მერაბ დვალიშვილი: ჩემს მიმართ წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები – არასდროს ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს ოჯახს და სამშობლოს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მის მიმართ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის შესახებ საუბრობს.

დვალიშვილი საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

„ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ახლა კი იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს, ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არცერთი ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის რითაც შემეძლო გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას.

გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე“, – წერს დვალიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები