უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინადადებას მხარი 188 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 6 წინააღმდეგი იყო.
„ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის, გავწიროთ სიცოცხლე ერთმანეთისთვის.
დღევანდელი შეხვედრა ხანგრძლივი პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ ხანგრძლივ პროცესს ასევე შეიძლება ვუწოდოთ ნდობის აღდგენის პროცესი“, – განაცხადა ორბანმა ბუდაპეშტში შვედ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ალიანსის ერთადერთი წევრი იყო, რომელსაც შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება ამ დრომდე არ ჰქონდა მოხდენილი.