„ქართული ხალხური ცეკვა“ – ფოლკლორის ცენტრში ლილი გვარამაძის წიგნს წარადგენენ

29 თებერვალს, 17:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ლილი გვარამაძის „ქართული ხალხური ცეკვის” წიგნის წარდგენა გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ცენტრმა, ავთანდილ თათარაიძისა და დავით ჯავრიშვილის „ქართული ხალხური ცეკვის” გამოცემის შემდეგ, მე-3 ტომად ლილი გვარამაძის ნაშრომები გამოსცა.
სქელტანიანი გამოცემა, ძირითადად, მოიცავს ლილი გვარამაძის გამოუქვეყნებელ ნაშრომებს, მონოგრაფიებს, მოგონებებს, პუბლიკაციებს, საინტერესო ფოტომასალას.
წიგნი ეძღვნება ლილი გვარამაძის 110 წლის იუბილეს.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები