გორის შემოსასვლელთან, ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მომხდარის დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.