ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყოფილმა გენერალმა, პეტრ პაველმა ქვეყანა არაორდინარული ქცევით ისევ გააოცა და გაფრთხილების გარეშე, პირდაპირ ეთერში სპორტულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პარაშუტით გადახტა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
“ავიასპორტსმენი-2023”-ის გალა საღამოზე პაველის მონაწილეობა ცოლის და ორგანიზატორების გარდა ბოლო წუთამდე ყველასთვის იყო გასაიდუმლოებული.
თვითმფრინავი, საიდანაც პაველი გადახტა, ქალაქ რუდნიცეც აეროდრომიდან აფრინდა.
პიტერ პაველი პარაშუტით ბევრჯერ გადამხტარა, მათ შორის, სამხედრო სამსახურის დროს.
პოლიტიკოსი ცნობილია მოტოციკლებისადმი გატაცებით, ასევე, უყვარს სპორტის სხვა სახეობები, მაგალითად, სამთო სახეობები და კაიაკინგი.