მამუკა მდინარაძე – ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე: ისტორიული მოვლენაა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ეხება.

„ეს ნიშნავს ქართული პასპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ძალიან კარგია. ყველა ქვეყნის პასპორტს თავისი ფასი და ძალა აქვს. ქართულ პასპორტს, მოდი ასე ვთქვათ, დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთ, ამ შემთხვევაში დიდ და ძლიერ ქვეყანაში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას და ეს არის ძალიან კარგი. მეტი კომფორტია ქართველი მოქალაქისთვის. ეკონომიკური კეთილდღეობისათვის მეტი სტიმულია. ეს გადაადგილება ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზეც ძალიან კარგად აისახება. ქართული პასპორტის გაძლიერება ნიშნავს ქართველი მოქალაქის გაძლიერებას მსოფლიო ასპარეზზე. ისტორიული მოვლენაა, რომელსაც გვერდითი, პოზიტიური ეფექტებიც აქვს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები