ღვინო და ლუდი, კომპოტის მაგივრად – რატომ ასმევდნენ ფრანგულ სკოლებში ბავშვებს ალკოჰოლს

ალკოჰოლი ფრანგულ სკოლებში 1956 წლამდე სრულიად მიღებული იყო, 1956 წლის შემდეგ კი, მხოლოდ 14 წლამდე ბავშვებისთვის აიკრძალა. ამ ასაკზე უფროს ბავშვებს, ლიცეუმის მოსწავლეებს, უფლება ჰქონდათ, მიეღოთ მსუბუქი ალკოჰოლური სასმელი.

იმ დროში მშობლები შვილებს, სადილთან ერთად, კალათით ნახევარ ლიტრ ღვინოს ან ლუდს ატანდნენ. ფრანგ გლეხებს სწამდათ, რომ ღვინო არა მხოლოდ ძალას აძლევდა, ათბობდა და განწყობას ამაღლებდა, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც იყო. მათ სჯეროდათ, რომ ღვინო ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაშიც გამოდგებოდა.

ახალი კანონის შემდგომ, მშობლები ღელავდნენ, რომ მათ შვილებს სხვადასხვა ავადმყოფობა ემუქრებოდათ და გადაწყვიტეს: ვინაიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლებოდა ღვინის დალევა სკოლაში, მშობლები მათ ერთ ჭიქას დილით, სკოლაში წასვლამდე ასმევდნენ.

შედეგად, სკოლის დირექტორები ჩიოდნენ, რომ ბავშვები სკოლაში აწითლებული სახეებით და მოთენთილები მოდიოდნენ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მხოლოდ 1981 წლის სექტემბერში, ფრანსუა მიტერანის არჩევის შემდეგ, ალკოჰოლური სასმელები საშუალოა სკოლაში სრულიად აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები