„გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა
სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც სავაჭრო ცენტრში მყოფი პირები აცხადებენ, მათ მოსთხოვეს შენობის ტერიტორია დაეტოვებინათ.
“კვირა” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა.
“არაფერი ხდება. სიგნალიზაცია შემთხვევით ჩართო ვიღაცამ”,- აღნიშნეს უწყებაში.