ხელვაჩაურში დაკარგული 88 წლის ქალი იპოვეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავში დაკარგული 88 წლის თინა (ჰავა) წილოსანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
“ვიპოვეთ მეგობრებო. ცოცხალია. კარგადაა. მადლობა ყველას ვინც კი რაიმე წვლილი შეიტანა ამ საქმეში,” – ამბობს მისი ოჯახის წევრი.
შეგახსენებთ, თინა (ჰავა) წილოსანი სახლიდან სახლიდან 23 თებერვალს, დაახლოებით 5 საათზე გავიდა და ოჯახი მას შემდეგ ეძებდა.