“ბავშვობიდან ციხეში ზის, არ გაქცეულა სახლიდან გამოიყვანეს, მისი 12 წლის დაც სახლში იყო” – რას ჰყვებიან მეზობლები შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე

გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, მკვლელობის დროს დაკავებულის 12 წლის დაც სახლში იმყოფებოდა.
მეზობლები ჰყვებიან, რომ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული რევაზ გამხიტაშვილი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.

“ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცავებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო, აქამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს, რა მოხდა არ ვიცი, წყნარი ოჯახი იყო. სახლში დაკავებულის დაც იყო, სასწრაფოში ალბათ, იმან დარეკა“,- აღნიშნავს ერთ-ერთი მეზობელი.

რა გახდა მკვლელობის მოტივი ამის შესახებ მეზობლებს ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.
მათი ინფორმაციით,
გამხიტაშვილმა ბოლოს საპატიმრო 2 წლის წინ დატოვა.

“ბოლოს ციხე დაახლოებით, 2 წლის წინ დატოვა. თუ რა მოხდა დღეს დილით, ან მკვლელობას წინ რა უძღოდა, ადგილობრივები ინფორმაციას არ ფლობენ, მათ არც ჩხუბის ხმა გაუგიათ.
„მოკლული ძალიან კარგი კაცი იყო. ამ ბიჭს არ ვიცნობ, ნახევარჯერ დაჭერილი იყო, 2-ჯერ თუ 3-ჯერ იყო დაკავებული, ბავშვობიდან ციხეში ზის“,- თქვა მეზობელმა.

შეგახსენებთ, რომ გლდანში მკვლელობა დღეს დღის პირველ ნახევარში მოხდა. შვილის მიერ დაჭრილი გელა გამხიტაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა რევაზ გამხიტაშვილი ადგილზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები