რატომ აღმოჩნდნენ ლეგენდარული მუსიკოსები გისოსებს მიღმა
თუ ცნობილ მუსიკოსებზე, განსაკუთრებით კი, როკვარსკვლავებზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ სკანდალები, ნარკოტიკების მოხმარება და კანონის დარღვევა ზოგჯერ მათი იმიჯის განუყოფელი ნაწილი იყო. თუ მათი გისოსებს მიღმა გადაღებული ფოტოების შეგროვებას დავიწყებთ, ალბათ, ერთ გიგანტურ „საოჯახო“ ფოტოალბომს მივიღებთ. დღეს რამდენიმე ასეთ ფოტოს გაჩვენებთ, რომელიც შესაძლოა, თქვენი მელომანობის მიუხედავად, არც არასდროს გინახავთ. აქსელ როუზით დავიწყოთ.
Guns N’ Roses-ის ვოკალისტი ციხეში მოხვედრისას 17 წლის ბიჭი იყო. ეს ფოტო ინდიანას შტატის პოლიციამ გადაიღო. ამ დროს აქსელი მუსიკალურ კარიერას იწყებდა, მაგრამ პოლიციის განყოფილების საკმაოდ ხშირი სტუმარი იყო. ის 20-ზე მეტჯერ დააკავეს. როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მორიგ ჯერზე დაპატიმრებისას ისინი მას ისე მოექცეოდნენ, როგორც ნამდვილ კრიმინალს, აქსელი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა, სადაც, საბოლოოდ, ყურადღება მუსიკალურ კარიერაზე გაამახვილა
დევიდ ბოუი
როკის ლეგენდა დევიდ ბოუი ნიუ-იორკის პოლიციამ კარიერის მწვერვალზე დააკავა, 1976 წლის მარტში. კონცერტის შემდეგ ბოუიმ და მისმა მეგობარმა, იგი პოპმა როჩესტერში მარიხუანა მოწიეს. რადგან დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ ხელშეუხებლობაში, პოლიციის გამოჩენა ძალიან გაუკვირდათ.
ფრენკ სინატრა
როგორ შეიძლებოდა, ასეთი პოზიტიური იმიჯის მქონდე ფრენკი გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო? თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება: 1938 წელს მომღერალი დაქორწინებულ ქალთან რომანის გამო დააპატიმრეს. იმ დროს შეერთებულ შტატებში ეს სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა. ასეთ „დანაშაულს“ შეეძლო, მომღერლის კარიერაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა, მაგრამ მოგვიანებით ბრალდება შემსუბუქდა, ხოლო დროთა განმავლობაში, საქმე მთლიანად დაიხურა.
ჯენის ჯოპლინი
ჯენის ჯოპლინი 1969 წლის ნოემბერში დააკავეს მას შემდეგ, რაც პოლიციელის პირისპირ იდგა და უხამს სიტყვებს გაყვიროდა. ეს ფლორიდაში კონცერტის დროს მოხდა, რაც პირველი შემთხვევა ნამდვილად არ გახლდათ. ჯენისი პროვოკაციული ქცევით ცნობილი იყო. მოგვიანებით, მომღერალს ბრალდებები მოუხსნეს.
ჯიმ მორისონი
ჯიმ მორისონი 1970 წელს, მაიამიში The Doors-ის კონცერტის დროს უცენზურო ქცევასა და უცენზურო სიტყვების საჯაროდ წარმოთქმაში დაადანაშაულეს. დღეს როკვარსკვლავები სცენიდან ხშირად მიმართავენ აუდიტორიას და სხვადასხვა თემაზე ესაუბრებიან, თუმცა იმ დროს ეს დაპატიმრების მიზეზადაც შეიძლებოდა, ქცეულიყო.
ჯიმი ჰენდრიქსი
ჯიმი ჰენდრიქსი, ჰეროინისა და ჰაშიშის შენახვისთვის, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მომღერალმა განაცხადა, რომ ნარკოტიკები მისი არ იყო და არც ის იცოდა, საიდან აღმოჩნდა მის ჩანთაში.
ჯონი კეში
ჯონი აშშ-ის საზღვარზე დააკავეს, რადგან ბარგში ასობით დამამშვიდებელი აბი ჰქონდა. ამ ყველაფერს 1000-დოლარიანი ჯარიმა და 30-დღიანი პირობითი სასჯელი მოჰყვა. მუსიკოსს ნარკომანიისგან თავის დაღწევაში მისი შეყვარებული, მოგვიანებით კი, მისი მეუღლე დაეხმარა.
ამბობენ, რომ ჯონი კეშმა ერთხელ კალიფორნიაში, ლოს პადრესის ეროვნულ პარკში ცეცხლი დაანთო, რის შედეგადაც, 200 ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა.
კურტ კობეინი
19 წლის კურტ კობეინი დაკავების დროს ჯერ კიდევ არ იყო ვარსკვლავი, მაგრამ მასში მეამბოხე სული უკვე მძვინვარებდა. მოზარდობისას კურტი და მისი მეგობრები ხატავდნენ ნებისმიერ რამეზე, მათ შორის, მანქანებსა და კერძო სახლებზე. პოლიციამ ის სწორედ ამ პროცესში დააკავა. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს, კობეინი იმის გამო დააკავეს, რომ დაწერა – „ღმერთი გეია“.
მიკ ჯაგერი
მიკ ჯაგერის დაპატიმრებებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი. მას უმეტესად ნარკოტიკების შენახვისთვის აპატიმრებდნენ. ეს ფოტო გადაღებულია მაშინ, როდესაც მიკი 23 წლის იყო. დაკავების მიზეზი იგივეა.
სტივენ ტაილერი
Aerosmith-ის სოლისტი კამერის წინ ციხეში 1967 წლის მარტში პოზირებდა, როდესაც პოლიციამ ნიუ-იორკში 18 წლის ბიჭი კანაფის ფლობისთვის დააკავა.
წლების შემდეგ სტივენ ტაილერმა აღიარა, რომ ოდესღაც კოკაინში 20 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, მაგრამ ამაყობს, რომ მისგან მთლიანად განთავისუფლდა.