გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბარჯისხევთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბარჯისხევთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა – შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და “ფორდის“ მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა, სადაც მგზავრები იმყოფებოდნენ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კახეთის ორ კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 274-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები