ქობულეთში ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2024 წელს 8 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს ცენტრების კეთილმოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე სისტემა, გამწვანებული სივრცეები, საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო სივრცეები. იგება დეკორატიული ფილები, მონტაჟდება ახალი გარეგანათების სისტემა.
სამუშაოებისთვის ჯამში 3 მლნ 235 499 ლარი იხარჯება.
მიმდინარე სამუშაოები მერმა ლევან ზოიძემ, მოადგილესთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად საჩინოს, დაგვასა და ბობოყვათის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაათვალიერა.
მიმდინარე წელს კიდევ 4 ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყება ცენტრების მოწესრიგების სამუშაოები, რისთვისაც 545 629 ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები