ქობულეთის მერია სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერის პროგრამას ავრცელებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა,- ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
“აღნიშნული პროგრამა განსაზღვრავს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის (18 წელი), საინტერესო პროექტების მხარდაჭერას.
დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. პროექტი ( თავფურცელი; ინფორმაცია პროექტის ავტორისა და შემსრულებლის შესახებ; პროექტის აღწერა; პროექტის შესრულების განრიგი; ბიუჯეტი; მოსალოდნელი შედეგი;
4. ორგანიზაციია/განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;
დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში მიმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახური – 577514151 ნათია ნიჟარაძე.”,- წერია ინფორმაციაში.