ქუთაისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, დაჭრის ფაქტი ქუთაისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ზაქრო მამასახლისია.

ადგილობრივების თქმით, დავა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო. დაშავებულს ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება და კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები