ქუთაისში მამაკაცი დაჭრეს

ქუთაისში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, მესხიშვილის თეატრთან მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები