ანრი ოხანაშვილი: სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ რადიკალური მესიჯბოქსის გამხმოვანებელია

“ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი აპირებს, ვეტო დაადოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ რადიკალური მესიჯბოქსის გამხმოვანებელია.

“ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი აპირებს, ვეტო დაადოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მან უღალატა ქვეყნის ძირითად კანონს, სამაგიეროდ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური მესიჯბოქსის გამხმოვანებელი. ფაქტია, რომ მისი ეს ე.წ. ვეტოც ემსახურება ამ მიზანს. რეალურად რას უპირისპირდება ზურაბიშვილი? ჩვენ ვამბობთ, რომ ცესკო უნდა იყოს იმ ფორმით დაკომპლექტებული, რომ ცესკოს დამოუკიდებელი, მაღალი რეპუტაციის, დიდი გამოცდილების მქონე პირებმა, რომლებიც არ არიან პარტიული, არამედ დამოუკიდებელი, უზრუნველყონ არჩევნების ადმინისტრირება. ეს პრინციპი აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში და ეს პრინციპი არის სწორი და დემოკრატიული. ამ პრინციპს ეწინააღმდეგებიან ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. გვთავაზობენ, რომ არჩევნების ადმინისტრირება უნდა უზრუნველყოს ოპოზიციამ. რეალურად ისინი გვეუბნებიან, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და სხვებმა უნდა ჩაატარონ არჩევნები, უზრუნველყონ არჩევნების ადმინისტრირება. ჩვენ ვეუბნებით, რომ რომელიმე პარტიამ კი არ უნდა უზრუნველყოს, არამედ ნეიტრალურმა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირებმა. ამას ეძახიან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შეუსაბამობას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები