დავით ქართველიშვილი – გვარამიაზე: მომავალში თუ „ნაც-კამასუტრას” გამოცემას ჩაუყრის საფუძველს, სახელმძღვანელოს სახით ალბათ აუცილებლად მისაღები იქნება პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე იმის დემონსტრაციის მიზნით – სად გადის რუბიკონი დასაშვებსა და უკადრებელს შორის

„ნაცებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული პოლიტიკური ორიენტაციის ნიმუში და მისი ერთი რიგითი, კლასიკური წარმომადგენელი-პოლიტრასტი,” –
 ასე ახასიათებს „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას. შეფასების საფუძველი გახდა ამ უკანასკნელის მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით 2019 და 2024 წელს გაკეთებული კომენტარები.
„ეს არის ,,ნაცებისთვის,, დამახასიათებელი ტრადიციული პოლიტიკური ორიენტაციის ნიმუში და მისი ერთი რიგითი, კლასიკური წარმომადგენელი-პოლიტრასტი. სწორედ პოლიტრასტებით არის დაკომპლექტებული მათი ფერნაკლული საცისარტყელო პოლიტიკური ველი, რომელსაც საოცარი წარმოდგენა აქვს იმ საზოგადოებაზე, რომელმაც მსგავს მოვლენას “ქართველობასთან” გაიგივებული შეფასება უნდა მიანიჭოს და 26 ოქტომბერს პოლიტრასტებს მისცეს თავისი ხმა, პოლიტრასტებით დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობის ოცნებაში. მათი მულტიორიენტაციის მქონე ამ გაპოლიტრასტებულმა ცხოვრებისეულმა გზამ მომავალში თუ „ნაც-კამასუტრას” გამოცემას ჩაუყრის საფუძველს, საზიზღარი შინაარსის მიუხედავად, სახელმძღვანელოს სახით ალბათ აუცილებლად მისაღები იქნება პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე იმის დემონსტრაციის მიზნით – სად გადის რუბიკონი დასაშვებსა და უკადრებელს შორის,” –  წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები