ლუკაშენკო ამბობს, რომ დასავლეთის სპეცსამსახურები პოლონეთში პროვოკაციას ამზადებენ

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთის დაზვერვა პოლონეთის მოსახლეობის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებს, რომ მასში შემდეგში ბელარუსის და რუსეთის მთავრობა დაადანაშაულოს.

ამის შესახებ “ბელტა” წერს.

„ჩვენ ვიცით უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის ტერიტორიაზე მყოფი ბოევიკების მონაწილეობით სხვადასხვა სახის პროვოკაციისა და ექსტრემისტული აქციების შესახებ, რომელიც მზადდება და მათ შეძლებისდაგვარად გამოვაქვეყნებთ. ამ ტრადიციის მხარდასაჭერად პირველ ინფორმაციას ვამჟღავნებ, სიტყვასიტყვით ვციტირებ, პოლონელებისთვის იქნება საინტერესო: „პოლონური და ამერიკული დაზვერვა ამზადებს ფართომასშტაბიან პროვოკაციას პოლონეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაშიც რუსეთს და ბელარუსს დაადანაშაულებენ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, “გამოყენებული იქნება ყველა მეთოდი – ბანალური მექრთამეობიდან და შანტაჟიდან დაწყებული, თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მუქარით დამთავრებული. ყურადღების ცენტრში ნებისმიერი შეიძლება იყოს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები