მსოფლიოს ქალაქებში, მათ შორის თბილისსა და ბათუმში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები იმართება
თბილისი, ბათუმი, ბერლინი, მიუნხენი, ფრანკფურტი, ბონი, პრაღა, პარიზი, ერევანი, ნიურნბერგი, ვარშავა, კრაკოვი, ბარსელონა, ოსლო, ბელგრადი, მილანი, ბრიუსელი, ჟენევა, ლონდონი, ამსტერდამი, ჰააგა და მსოფლიოს კიდევ ბევრ ქალაქში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები იმართება.
თბილისში სამგლოვიარო აქცია, რუსეთის ინტერესების სექციასთან მიმდინარეობს.
ხალხმა ადგილზე ყვავილები, პლაკატები, ნავალნის ფოტოები მიიტანა.
ალექსი ნავალნი დღეს რუსეთის ციხეში 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების ვერსიით, პოლიტიკოსს “თრომბი განუვითარდა”, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ამ დიაგნოზის დასმას, სულ მცირე, გაკვეთა სჭირდება.