ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბაისუბნის თემში ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბაისუბნის თემში ახალგაზრდული სივრცე საზეიმოდ გაიხსნა. ახალ სივრცეში ბაისუბნისა და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ კაბალის თემის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა აქტივობა დაგეგმონ და დაგეგმილი პროექტები თვითონვე განახორციელონ.
დღესვე, ჭიაურის თემში სპორტული ინვენტარი გადაეცა ბავშვთა ფეხბურთის გუნდის წევრებს. ორივე თემის პროექტი, მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრების მიერაა ინიცირებული.
გასულ წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, პირველად იქნა გათვალისწინებული, ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების დაფინანსება. მუნიციპალიტეტმა 15 თემის ახალგაზრდული საბჭოს იდეას დაუჭირა მხარი და იზრუნა მის განხორციელებაზე. 8 ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალგაზრდული საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანახმად, ახალგაზრდული სივრცეები, საოფისე ინვენტარით, წიგნებითა და ტექნიკით აღიჭურვა.