გორის მერია: ქიწნისის მურნეობაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში, ქიწნისის მურნეობაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საპროექტო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 1 343 მეტრია, ასფალტის საფარი იგება.
პროექტი მიხედვით მოეწყობა:
• ტრანსპორტის სავალი ნაწილი
• მიერთებები
• ეზოში შესასვლელები
• ლითონის წყალგამტარი მილები
• სანიაღვრე სისტემა
• საგზაო ნიშნები და მონიშვნები
სოფელიში 100 – მდე ოჯახი ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში მოწერიგდა საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.
ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.