“შოვში გარკვეული საფრთხეებია, იქ ინფრასტრუქტურის მოწყობა დასაშვები არ არის” – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ, დასკვნის მიხედვით, შოვში სტიქიის არეალში ინფრასტრუქტურის მოწყობა დასაშვები არ არის.
„ამ ეტაპზე შოვში, იმ ხეობაში ინფრასტრუქტურის მოწყობა არ არის დაშვებული. დასკვნის მიხედვით, იქ რაიმე სახის ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის დასაშვები, ეს არის ცალსახა. ჩვენ მოგვიწევს დამატებითი კვლევების ჩატარება. უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. დღესდღეობით დასკვნა, რომელიც გვაქვს, ამბობს, რომ იქ გარკვეული მონაკვეთში არის გარკვეული საფრთხეები, რომლის გამოც იქ არანაირი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება არ არის დასაშვები“,- განაცხადა შამუგიამ.