ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, რა დროსაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.