9 წლის მერე აღდგენილი სამართლიანობა – კაცს, რომელიც 7 წლის განმავლობაში არასრულწლოვან დისშვილს აუპატიურებდა, 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.

“სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად, გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები