ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით, გორში წმინდაწყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე ახალი ქუჩა გაკეთდება

“ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე ახალი ქუჩა გაკეთდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოები უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.

204 მეტრი გზის მშენებლობაზე 803 057 ლარი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით მოეწყობა გზის სავალი ნაწილი, ტროტუარებითა და საგზაო მოძრაობის ნიშნებით.

„წმინდაწყლის დასახლება ბოლო პერიოდში დაიტვირთა, აშენდა და გაიხსნა ახალი ობიექტები და შესაბამისად გადაიტვირთა ტრანსპორტის მოძრაობა. საჭირო გახდა ახალი ქუჩების ჩამოყალიბება და მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად, გადავწყვიტეთ ამ დასახლებაში ორი ახალი ქუჩის მოწყობა. გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, რომ ახალი გზების ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად განტვირთავს მთავარ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები