დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია!“, – წერს თორნიკე მამალაძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და „ციანიდის“ გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.