სამტრედიაში სკოლებს შორის მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს (ფოტო)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, საჯარო სკოლებს შორის, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღევანდელი შეჯიბრი ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ახლად რეაბილიტირებულ, დახურულ დარბაზში, ფრენბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა.
„პირველი ადგილი ვაჟებს შორის მე-11 საჯარო სკოლამ, ხოლო გოგონებს შორის დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლამ დაიკავა.
შეჯიბრს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და იაპონელ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
გამარჯვებული გუნდები მედლებით, თასებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა იაპონელმა სტუმრებმაც მიიღეს.
ტურნირი რამდენიმე დღე გაგრძელდება და სპორტის მრავალ სახეობას მოიცავს. მათ შორის ცურვას, ახლად გახსნილ საცურაო აუზზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.