სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისთვის მოსახლეობასთან შეხვედრები ამჯერად კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა
“საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისთვის მოსახლეობასთან შეხვედრები ამჯერად კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
“შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წარმართავდა.
შომახეთში ადგილობრივებმა სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მოისურვეს; ნიგვზარის მაცხოვრებლებმა შიდა საუბნო გზის მოწყობა, ხოლო კორბოულის მკვიდრთა გადაწყვეტილებით ტრენაჟორების მოწყობა გადაწყდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ხვალ სოფელ ბაჯითსა და სარეკში გაიმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.