გია აბაშიძე: საქართველოზე გაბოროტებული ნაცსექტის ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა “საშიშია” და პოლიცია “არ მუშაობს”, საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე – სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

როგორც აბაშიძე წერს, საკუთარი უბადრუკობიდან გამომდინარე, საქართველოზე გაბოროტებული ნაცსექტის ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა “საშიშია” და პოლიცია “არ მუშაობს”, საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა.

„საკუთარი უბადრუკობიდან გამომდინარე, საქართველოზე გაბოროტებული ნაცსექტის ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა “საშიშია” და პოლიცია “არ მუშაობს”, საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა.
სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.
საქართველო მე-4 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს.
📌World of Statistics: Georgia one of safest countries for tourists to walk alone during night
https://info.imedi.ge/…/world-of-statistics-georgia-one-of…“-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები