ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში გიორგი შერვაშიძის ნამუშევრები გამოიფინა

ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში გიორგი შერვაშიძის ნამუშევრები გამოიფინა. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.
„დღეს ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში, კერძოდ სამეჯლისო დარბაზში დიდი ქართველი მხატვრის, გიორგი შერვაშიძის ნამუშევრები გამოიფინა… სოხუმში სულ ახლახან დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როცა ხანძარს მხატვრის ნამუშევრების უმეტესობა შეეწირა, სიმბოლურია შერვაშიძის ნახატების ხელოვნების სასახლეში ექსპონირება, ამით გვსურს პატივი მივაგოთ დიდი ქართველი მხატვრის ხსოვნას, შემოქმედებასა და ანდერძს, ანდერძს, რომლის ძალითაც მან თავისი მემკვიდრეობა საქართველოს გადასცა“, – გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები