ნიუ-იორკის მეტროში სროლა მოხდა – არის მსხვერპლი

ნიუ-იორკში, ბრონქსის მეტროსადგურში სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.

როგორც NYPD-ის სატრანზიტო სამმართველოს უფროსმა, მაიკლ მ. კეპერმა თქვა, დაშავებულები არიან 14-დან 71 წლამდე – ოთხი მამაკაცი და ორი ქალი, ისინი ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მისივე თქმით, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

კეპერის თქმით, სროლა შემთხვევითი არ ყოფილა და მე-4 მატარებელში ორ ჯგუფს შორის კამათის დროს მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, როდესაც მატარებელი ბაქანზე შევიდა, ერთმა მამაკაცმა პისტოლეტი ამოიღო და სროლა დაიწყო.

დაჭრილთა ნაწილი ინციდენტის მონაწილეა, ნაწილი – შემთხვევითი თვითმხილველი.

მისი თქმით, დამნაშავის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები