მეთიუ მილერი: სანდო გეგმის გარეშე რაფაჰში სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას მხარს არ ვუჭერთ

აშშ ღაზას ქალაქ რაფაჰში ისრაელის ბოლოდროინდელ დარტყმებს სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებად არ განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები რაფაჰში სრულმასშტაბიან შეტევას მხარს იქამდე არ დაუჭერს, ვიდრე წარმოდგენილი არ იქნება გეგმა, თუ როგორ აპირებს ისრაელი, მინიმუმამდე დაიყვანოს იქ მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკი.

„სანდო გეგმის გარეშე, რომლის შესრულებაც მათ შეუძლიათ, ჩვენ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელებას მხარს არ ვუჭერთ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში ორი ისრაელელი ტყვეს გათავისუფლების ოპერაციის დროს, ისრაელის დარტყმას 100-მდე ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები