„ძველი გურია“ – გურამ შარაძის წიგნის წარდგენა გაიმართება

13 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული გურამ შარაძის წიგნის – „ძველი გურია“ (ორ ტომად) წარდგენა გაიმართება.
„ძველი გურია“ გურამ შარაძის მიერ გამოსაცემად მომზადებული ბოლო ნაშრომია. „მართალია, ის ვერ მოესწრო ამ წიგნის გამოცემას და კიდევ ერთი სურვილის, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმის დაარსებას, მაგრამ ახლა მისი ორივე სურვილი ასრულებულია“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი გამოცემის წინასიტყვაობაში.
გამოცემა შეიცავს უნიკალურ ცნობებს, ფოტომასალასა და საძიებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები