ფიზიკური თერაპიის აუცილებლობა ტრავმის შემდეგ

ფიზიკური თერაპია ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია.თერაპიის მიზანია ფუნქციის აღდგენა,ტკივილის შემცირება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ტრავმის შემდეგ თერაპია შეიძლება გადამწყვეტი იყოს რამდენიმე მიზეზის გამო:
• ფუნქციონირების აღდგენა
ფიზიკური თერაპია მოიცავს ვარჯიშებს კუნთების სიძლიერისა და გამძლეობის აღსადგენად,რაც გადამწყვეტია ტრავმის შემდეგ ფუნქციის დასაბრუნებლად. თერაპია მიზანმიმართულია ასევე სახსრის მოძრაობის ნორმალური დიაპაზონის აღსადგენად.
● ტკივილის მართვა
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები იყენებენ სხვადასხვა არაინვაზიურ ტექნიკას,მათ შორის,სამკურნალო ვარჯიშას, ულტრაბგერით თერაპიას, მაგნიტოთერაპიას და ა.შ იმისათვის ,რომ მართონ ტკივილი.
● გართულებების პრევენცია
ფიზიკური თერაპია მიზნად ისახავს ტრავმის შემდეგ ისეთი მეორადი გართულებების თავიდან არიდებას,როგორიცაა კუნთების ჰიპოტროფია სახსრების კონტრაქტურა და ა.შ. თერაპიული ვარჯიშები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
● ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია
ტრავმის შემდეგ ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა,ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი ფიზიოთერაპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწრაფ აღდეგნასა და ნაწიბუროვანი ქსოვილის შემცირებაში.
● გაძლიერებული მობილობა და დამოუკიდებლობა
თერაპია ასევე ორიენტირებულია ბალანსისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაზე,რაც ამცირებს დაცემის რისკს და აუმჯობესებს საერთო მობილობას.

როდის არის საჭირო ფიზიკური თერაპია
ფიზიკური თერაპია სასარგებლოა დაზიანებებისა და მდგომარეობების ფართო სპექტრისთვის.თერაპიის საჭიროება დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე სიმძიმეზე, და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. ძირითადი მდგომარეობები,რომლის დროსაც საჭიროა ფიზიოთერაპიას არის:
● მოტეხილობა
● სახსრის დაზიანება
● კუნთოვანი დაზიანება
ინსულტი
● ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება
● პარკინსონის დაავადება
● თავის ტვინის ტრავმული დაზიანება
● ორთოპედიული ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია
● ართრიტი
● წელის ტკივილი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები