ქართული ჯაზის ლეგენდა – გიული ჩოხელი 89 წლისაა
ქართული ჯაზის ლეგენდა – გიული ჩოხელი 89 წლისაა. „შინაგანად 30 წლის ვარ, როდესაც ჯაზს ავყვები, მაშინ 25 წლის ვხდები“… – ამბობს იგი.
ხელოვნების სასახლე ულოცავს ქალბატონ გიულის დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და შემოქმედებით სიხარულს. ![❕]()

„უდიდესია გიული ჩოხელის დამსახურება ქართული კულტურის ისტორიაში. მადლობა მას მუსიკისა და თავისუფლებისთვის, რასაც მთელი თავისი ტევადი, ენერგიული სიცოცხლის განმავლობაში ემსახურა“, – ნათქვამია მილოცვაში.
![]()
