ღაზაში კიდევ ორი ისრაელელი სამხედრო დაიღუპა – სახმელეთო ოპერაციას უკვე 229 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ღაზას სექტორში დაწყებულ სახმელეთო ოპერაციას კიდევ ორი ჯარისკაცი შეეწირა. ჯამურად, დაღუპულთა რიცხვმა 229-ს მიაღწია.

ბოლო ცნობებით, დაღუპულია 21 წლის პირველი კლასის სერჟანტი – ადი ელდორი, ასევე, პირველი კლასის სერჟანტი, 21 წლის ალონ კლაინმანი.

ამასთან, ირკვევა, რომ ორი დაღუპული ისრაელის ცნობილი კლინიკების ექიმების შვილები არიან.​

ადი ელდორი რამბამში უფროსი პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგის, დოქტორ ლირონ ალდორის ვაჟია. ასევე, ის არის​ რამბამისა და ტექნიონის გინეკოლოგის პროფესორ, იოსეფ იცკოვიც-ელდორის შვილიშვილი, რომელიც ისრაელში უნაყოფობის მედიცინისა და ღეროვანი უჯრედების კვლევის სფეროში პიონერი იყო.

ალონ კლაინმანი – ​ვოლფსონის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ გაი კლაინმანის ვაჟია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები