27 მარტს „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ თეატრის საერთაშორისო დღეს საზეიმოდ აღნიშნავს

27 მარტს, 15:00 საათზე, მსახიობის სახლში, „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას გამართავს. ხსენებული საზოგადოების ინფორმაციით, საღამოს ორგანიზატორები არიან, აგრეთვე: კულტურის სამინისტრო და „შემოქმედებითი საქართველო“.
ინფორმაციისთვის: 27 მარტს საქართველოში თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს ტრადიცია 1961 წელს დამკვიდრდა იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის თაოსნობით.
მსოფლიო თეატრის დღეზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება გამოფენები, სპექტაკლები თუ შეხვედრები, რათა კიდევ ერთხელ საგანგებოდ ისაუბრონ თეატრის გავლენასა და როლზე ადამიანების ცხოვრებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები