ფხენიანი სამხრეთ კორეის ოკუპაციისთვის არის მზად

იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო გარემოებები წარმოიქმნება, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს, ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის ოკუპაციისთვის არის მზად.

ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, – იტყობინება KCNA.

მისი თქმით, ფხენიანი მთავარ მტრად „სამხრეთ კორეელ მარიონეტებს“ მიიჩნევს.

”და საგანგებო სიტუაციების დროს მათი ოკუპაცია  ჩვენი ქვეყნის მარადიული უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართული ღონისძიებაა”, – თქვა კიმ ჩენ ინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები